ქართულმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / STRINGERთბილისის „საბურთალო" - ზაგრების „დინამო"
თბილისის „საბურთალო - ზაგრების „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები ევროპის ლიგაში ერევნის „არარატს" შეხვდებიან.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ" გასვლით მატჩში ზაგრების „დინამოსთან" 0:3 წააგო. საპასუხო მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა. ამით „საბურთალომ" ტურნირში გამოსვლა დაასრულა.

სამივე გოლი მასპინძლებმა მეორე ტაიმში გაიტანეს, თან ბოლო 15 წუთში. გოლების ავტორი არიან მისლავ ორსიჩი – 77-ე წუთზე, ბრუნო პეტკოვიჩი – 88-ე წუთზე და დანი ოლმო – დამატებულ დროში.

© Sputnik / STRINGERთბილისის „საბურთალო" - ზაგრების „დინამო"
ქართულმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა - Sputnik საქართველო
თბილისის „საბურთალო" - ზაგრების „დინამო"

ორი მატჩის შედეგებით საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაგრების „დინამოსთან" 0:5 წააგო.

„საბურთალო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში დამარცხდა>>

მიუხედავად უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნისა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ევროთასების კამპანიაში რჩება. „საბურთალო" გამოსვლას უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გააგრძელებს. ქართული კლუბის მეტოქე ერევნის „არარატი" იქნება.

პირველი თამაში 8 აგვისტოს ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო – ერთი კვირის მერე თბილისში.

ყველა ახალი ამბავი
0