თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი კარიერას კლუბ „ტენერიფეში" გააგრძელებს, ნათქვამია ესპანური გუნდის განცხადებაში.
შეთანხმების ვადა „იბეროსტარ ტენერიფესა" და 30 წლის ქართველ კალათბურთელს შორის ერთ სეზონზე გაფორმდა, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით. გარიგების თანხა უცნობია.
„ჩემთვის „ტენერიფეში" გადასვლა ბევრს ნიშნავს. როგორც ნებისმიერ გუნდში, ბევრს ვიმუშავებ, რომ წარმატებას მივაღწიო. ცხოვრებაში პირველად კუნძულზე მომიწევს ცხოვრება, რაც მთელ ჩემ ოჯახს ძალიან უხარია", – განუცხადა შერმადინმა კლუბის პრეს-სამსახურს შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
ქართველი კალათბურთელისთვის ეს სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მეექვსე იქნება.
შერმადინის საშუალო მაჩვენებელი ესპანეთში გამოსვლის პერიოდში არის თამაშში 12.2 ქულა და 5.8 მოხსნა, მარგი ქმედების კოეფიციენტია 16.1.
რაც შეეხება „იბეროსტარ ტენერიფეს", გასული სეზონის შედეგებით გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ვერ გადავიდა.