ქართველი კალათბურთელი NBA-ში ოფიციალურად წარადგინეს

© courtesy of Goga Bitadzeგოგა ბითაძე
გოგა ბითაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
NBA-ს კლუბ „ინდიანა პეისერსის“ პრეზიდენტმა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს ნადვილი პროფესიონალი უწოდა

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე ოფიციალურად წარადგინეს NBA-ს კლუბ „ინდიანა პეისერსში“, სადაც ის მე-19 ნომრად ითამაშებს.

საკალათბურთო ევროპის ძირითადი თემა: გოგა ბითაძე და ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიური ტრიუმფი >>

ქართველი ცენტრი წარადგინა კლუბის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა, შემდეგ კი ბითაძემ „ინდიანას“ მოთამაშის სტატუსით თავისი პირველი პრეს-კონფერენცია გამართა. პირველად მან ყველას მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც აქ უკვე ვიგრძენი. მოხარული ვარ და ამაყი, აქ რომ ვიმყოფები! დამიჯერეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უბრალოდ რაღაც უნდა ვთქვა. ეს სიტყვები გულიდან მოდის“, - განაცხადა ბითაძემ პრესკონფერენციაზე.

ამის შემდეგ ბითაძემ საკუთარ თავზე და თავის ოცნებაზე ისაუბრა.

„როდესაც მომეცა საშუალება მენახა NBA-ს მატჩები, აღფრთოვანებული დავრჩი ვარსკვლავების თამაშით, ისინი ჩემი გმირები გახდნენ. მაშინ მივხვდი - ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ როდესმე მოვხვდებოდი NBA-ში. არ მჯერა, რომ ჩემი ოცნება ახდა“, - აღნიშნა ქართველმა კალათბურთელმა.

„ინდიანას“ პრეზიდენტმა გუნდის ახალწვეულის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

„გოგას თაობაზე კარგად ვიყავით ინფორმირებულნი. ჩვენმა სკაუტებმა კარგად იმუშავეს და დრაფტს მომზადებულები შევხვდით. როდესაც გოგას არჩევის შესაძლებლობა მოგვეცა, არც დავფიქრებულვართ. ასეთი შანსის გაშვება დაუშვებელია, რადგან გოგა ნამდვილი პროფესიონალია, გუნდური მოთამაშეა, უყვარს კალათბურთი და რაც მთავარია - ძალიან ნიჭიერია. მეტიც, ის კალათბურთით ცხოვრობს და მუდმივ პროგრესს განიცდის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახლა ის ჩვენთან არის“, - განაცხადა პრიტჩარდმა.

კლუბი დელტა - Sputnik საქართველო
კლუბი „დელტა" საქართველოს ჩემპიონია

ბითაძე 2019 წლის NBA-ს დრაფტზე პირველ წრეში მე-18 ნომრად შეარჩიეს. მას გარანტირებული აქვს ორწლიანი კონტრაქტი და 2 მილიონი 344 ათასი დოლარის ოდენობის ხელფასი.

ბითაძემ კარიერა თბილისის „ვიტაში“ დაიწყო. 2016 წელს ის სერბეთის „მეგა ბიმაქსში“ გადავიდა, შემდეგ სხვა სერბულ გუნდში - „სმედერევოში“. ქართველი ცენტრის ბოლო კლუბი იყო მონტენეგროს „ბუდუჩნოსტ“.

ყველა ახალი ამბავი
0