საქართველო ევროთამაშებზე მინსკში 20-25 მედალს ელოდება

© Georgian National Olympic Committee / FBსაქართველოს ნაკრები მინსკში ევროთამაშებზე მიემგზავრება
საქართველოს ნაკრები მინსკში ევროთამაშებზე მიემგზავრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან მინსკში 61 სპორტსმენი გაემგზავრა. ისინი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე გამგზავრების წინ თბილისში სპორტსმენების ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სპორტსმენების სახელით ფიცი წაიკითხა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა, რვაგზის ოლიმპიელმა ნინო სალუქვაძემ.

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებში, ანუ ევროთამაშებში საქართველოდან 61 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი მედლებისთვის საპორტის ათ სახეობაში იბრძოლებენ. ესენია ჭიდაობა (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული), ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული და ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო.

სხდომა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში - Sputnik საქართველო
საქართველო მეორე ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენს წარადგენს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის განცხადებით, ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში 20-25 მედალი უნდა მოიპოვონ.

ქართულ დელეგაციაში სულ 122 ადამიანი შევა. სპორტსმენებთან ერთად მინსკში მიემგზავრებიან მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები, სპორტული ფედერაციების, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

დელეგაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი გახდება.

მეორე ევროპული თამაშები, ანუ ევროთამაშები ბელარუსის დედაქალაქში 21-30 ივნისს გაიმართება.

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თავისუფალ ჭიდაობაში მინსკის ევროთამაშებისთვის>>

ტურნირზე გათამაშდება ჯილდოების 200 კომპლექტი. შეჯიბრებებში მონაწილეობს ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი. ისინი სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სისტემაშია შეყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0