ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თავისუფალ ჭიდაობაში მინსკის ევროთამაშებისთვის

© photo : GeoWrestling / FBქართველი მოჭიდავეები
ქართველი მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოჭიდავეები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით მიდიან

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი იანტბელიძემ ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც მინსკში მეორე ევროპულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.

ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა>>

ტურნირზე ქართველი სპორტსმენები ექვსივე წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილი. გუნდში ერთადერთი დანაკლისია 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ორგზისა და ევროპის ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელებულა. მის ადგილს ეროვნულ გუნდში გივი მაჭარაშვილი დაიკავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • -57 კგ - ლაშა ლომთაძე
  • -65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
  • -74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
  • -86 კგ - სანდრო ამინაშვილი
  • -97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
  • -125 კგ - გივი მაჭარაშვილი

„ევროპული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა იანტბელიძემ.

ზურაბ იაკობაშვილი - Sputnik საქართველო
17 მედალი! ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი კიევის ტურნირზე

ამჟამად ეროვნული გუნდი დასკვნით წვრთნას გადის დუშეთში. ვარჯიში 20 ივნისამდე გაგრძელდება. 22 ივნისს კი ქართველი მოჭიდავეები მინსკში გაემგზავრებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შეჯიბრება მინსკში 25 ივნისს დაიწყება.

მეორე ევროპული თამაშები, ანუ ევროთამაშები ბელარუსის დედაქალაქში 21-30 ივნისს გაიმართება.

ტურნირზე გათამაშდება ჯილდოების 200 კომპლექტი. შეჯიბრებებში მონაწილეობს ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი. ისინი სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სისტემაშია შეყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0