ნონა გაფრინდაშვილი მილოცვებს იღებს: ლეგენდარული დიდოსტატი 78 წლისაა

© photo: Sputnik / StringerГроссмейстер Нона Гаприндашвили
Гроссмейстер Нона Гаприндашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოჭადრაკის გამარჯვებებით საქართველო ყოველთვის იამაყებს, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა.

„ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს. მის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ხალხის უდიდესი სიხარული მრავალი წლის განმავლობაში. ეს გამარჯვებები ყოველთვის იქნება ჩვენი ეროვნული სიამაყის მიზეზი.“, - ნათქვამია ბახტაძის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკს ღვინით სავსე ჭიქებით თამაშობენ - Sputnik საქართველო
ღვინით სავსე ჭიქები საჭადრაკო ფიგურების ნაცვლად - როგორ თამაშობდა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 - 1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკის თამაში მან ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლისა გახდა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი. ბოლო ტიტული გაფრინდაშვილმა 2018 წელს აიღო, როდესაც ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

საქართველოში ლეგენდარული მოჭადრაკის პატივსაცემად ყოველწლიურად საჭადრაკო ტურნირი იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0