ღვინით სავსე ჭიქები საჭადრაკო ფიგურების ნაცვლად - როგორ თამაშობდა გაფრინდაშვილი

© Ministry of Education, Science, Culture and Sportნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკს ღვინით სავსე ჭიქებით თამაშობენ
ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკს ღვინით სავსე ჭიქებით თამაშობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელიერ მარიამ ლორთქიფანიძის ესკიზებით დამზადებული სამოსით ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი ერთმანეთს უჩვეულო ვითარებაში შეეჯიბრნენ — საჭადრაკო დაფაზე ჩვეულებრივი ფიგურების ნაცვლად ისინი თამაშობდნენ ღვინით სავსე ჭიქებით, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უჩვეულო ღონისძიება მიეძღვნა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე გაიმართება. ეს უფლება ბათუმს 2014 წელს, FIDE-ს გენერალურ ასამბლეაზე ნორვეგიაში მიენიჭა.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებთან ჭადრაკი ითამაშა

საჭადრაკო დაფაზე ერთ ჭიქებში წითელი ღვინო იყო, სხვებში — თეთრი. საინტერესო პაექრობა თბილისის კლუბ „ღვინის ქარხანაში“ გაიმართა და ფრედ დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საქართველოს ნაკრების სამოსის ესკიზი. სპეციალური კონკურსით გამოვლინდა გამარჯვებული — მარიამ ლორთქიფანიძე, რომლის მიერ შერჩეული ესკიზით დამზადებული სამოსით იასპარეზებენ ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0