04:28 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
საქართველოს ჰოკეის ნაკრები

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა

© photo : Georgian Ice Hockey Federation / Tatiana Kozyulina
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (461)
110 0 0

ისლანდიის გუნდთან საქართველოს ნაკრების გამარჯვება ტურნირზე მისთვის მეორე გახდა

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა გუნდმა ანგარიშით 6:3 სენსაციურად მოუგო ისლანდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, რომელიც მექსიკაში მიმდინარეობს.

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა >>

ისლანდიის ჰოკეისტებმა შეხვედრა ძლიერად დაიწყეს და უკვე მე-11 წუთისთვის ანგარიშით 3:0 იგებდნენ. შემდგომში რა მოუვიდათ ისლანდიელებს, ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ჯერ კიდევ პირველ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა არტიომ კოზიულინის და ალექსანდრე ჟუჟუნაშვილის წყალობით შემცირება მინიმუმამდე შეამცირა.

მეორე ნახევარში როლანდ სვანიძის შეგირდებმა არამარტო ანგარიშის გათანაბრება, არამედ დაწინაურებაც შეძლეს.

შეხვედრის ბოლო ოცი წუთიც ქართველი ჰოკეისტების უპირატესობით წარიმართა. ობოლგანიანმა დუბლი გააფორმა, ფინალური წერტილი ალექსანდრ ვასილჩენკომ დასვა.

ისლანდიასთან მოპოვებული გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე მეორე გახდა. მანამდე სვანიძის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლებს ანგარიშით 3 :2 მოუგო. ამგვარად, ქართველმა ჰოკეისტებმა მომდევნო სეზონის მეორე დივიზიონში ადგილი გაინაღდეს. ტურნირის დაწყების წინ სწორედ ეს ამოცანა იყო დასმული.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები В ჯგუფის ლიდერს - ისრაელს ეთამაშება, რომლის აქტივში ოთხიდან ოთხი გამარჯვებაა. მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

თემები:
სპორტის ამბები (461)

მთავარი თემები