14:28 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
119 0 0

ამა დაბლამიაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდიდან ზურა კვესიტაძე და ბექარ ფაჯიშვილი ჰიმალაების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მთა ამა დაბლამიაზე გაემგზავრნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამა დაბლამის ექსპედიცია 20 მაისამდე გაგრძელდება.

მთამსვლელებმა 2017 წელს, უშბაზე მარშრუტი ხარაკტერნიკი გაიარეს, რის გამოც წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო ოქროს წერაყინი მოიპოვეს. 2018 წლის ზამთარში კი გამორჩეულად რთული ასვლა განახორციელეს ჭაუხში ასათიანის სვეტის მარშრუტზე.

დასავლეთში 6 ათას 812 მეტრის სიმაღლის მთას ჰიმალაების მატერჰორნს უწოდებენ, ადგილობრივები კი დედის ყელსაბამს, რადგან მყინვარი მათ ქალის ყელსაბამიან ყელს აგონებს. აღნიშნულ მთაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.

მთავარი თემები