ქართველი მთამსვლელები ჰიმალაიზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ

CC BY 2.0 / wonker / Himalayasჰიმალაის მთები
ჰიმალაის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამა დაბლამიაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გუნდიდან ზურა კვესიტაძე და ბექარ ფაჯიშვილი ჰიმალაების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მთა ამა დაბლამიაზე გაემგზავრნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უშბა - Sputnik საქართველო
რატომ დაარქვეს უშბის ახალ მარშრუტს „მაწონი“

ამა დაბლამის ექსპედიცია 20 მაისამდე გაგრძელდება.

მთამსვლელებმა 2017 წელს, უშბაზე მარშრუტი ხარაკტერნიკი გაიარეს, რის გამოც წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო ოქროს წერაყინი მოიპოვეს. 2018 წლის ზამთარში კი გამორჩეულად რთული ასვლა განახორციელეს ჭაუხში ასათიანის სვეტის მარშრუტზე.

დასავლეთში 6 ათას 812 მეტრის სიმაღლის მთას ჰიმალაების მატერჰორნს უწოდებენ, ადგილობრივები კი დედის ყელსაბამს, რადგან მყინვარი მათ ქალის ყელსაბამიან ყელს აგონებს. აღნიშნულ მთაზე ექსპედიცია ქართველი მთამსვლელებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0