თბილისის „დინამომ" დარასელიას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

© photo: Dinamo Tbilisi Academy / FBთბილისის „დინამო" ესპანური „ესპანიოლის" წინააღმდეგ. დარასელიას თასის გათამაშება
თბილისის „დინამო ესპანური „ესპანიოლის წინააღმდეგ. დარასელიას თასის გათამაშება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დინამოს" შემდეგი მეტოქე ინგლისური კლუბი „ვულვერჰემპტონი" იქნება.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისის „დინამოს" საფეხბურთო კლუბმა 15-წლამდელთა კატეგორიაში ვიტალი დარასელიას ხსოვნის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში შვეიცარიის „ციურიხს" 3:0 სძლია. ტურნირი თბილისში მიმდინარეობს.

შეხვედრაში ვახტანგ იაგორაშვილის გუნდიდან თავი გამოიჩინეს ოთარ თოდუამ, ჯადული იობაშვილმა და გიგი აბუაშვილმა.

ამ გამარჯვების შემდეგ დინამოელები А ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. მეორე ადგილზეა იტალიური „ემპოლი", რომელმაც ინგლისურ „ვულვერჰემპტონს" 1:0 მოუგო.

ვიტალი დარასელია - Sputnik საქართველო
ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ლეგენდა

თბილისის „დინამოს" შემდეგი მეტოქე „ვულვერჰემპტონი" იქნება.

ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გავა. ყველა მატჩი, ფინალის გარდა, თბილისის „დინამოს" აკადემიის მინდორზე ჩატარდება, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. გადამწყვეტი შეხვედრა „დინამო არენაზე" გაიმართება.

ვიტალი დარასელია – გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ „დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0