თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მან ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო.
ორჭიდის ჯამში „ქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა. გარდა ამისა, ტალახაძემ დაამყარა მსოფლიო რეკორდები ორივე დისციპლინაში - ატაცში აიღო წონა 218 კგ, ხოლო აკვრაში - 260 კგ და ამით საკუთარი შედეგი 3 კგ-ით გაიუმჯობესა.
ბათუმში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა კიდევ ერთი შტანგისტი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ორჭიდის ჯამში 447 კგ დააგროვა. ლიდერთა სამულშია ასევე სომხეთის წარმომადგენელი რუბენ ალექსანიანი (440).
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმში – ტურნირის ემოციური ფოტოები >>
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე კონტინენტური პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე (-89 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები - გოგა ჩხეიძე (-67 კგ) და ანტონ პლესნოი (-96 კგ).
ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო >>
ლაშა ტალახაძისთვის მომდევნო სერიოზული შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება.
ბოლო სამ მსოფლიო პირველობაზე უცვლელი გამარჯვებული ტალახაძე იყო.