ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო

© Sputnik / STRINGERლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველი გოლიათი“ ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მან ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო.

© photo: Sputnikქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო - Sputnik საქართველო
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე

ორჭიდის ჯამში „ქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა. გარდა ამისა, ტალახაძემ დაამყარა მსოფლიო რეკორდები ორივე დისციპლინაში - ატაცში აიღო წონა 218 კგ, ხოლო აკვრაში - 260 კგ და ამით საკუთარი შედეგი 3 კგ-ით გაიუმჯობესა.

ბათუმში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა კიდევ ერთი შტანგისტი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ორჭიდის ჯამში 447 კგ დააგროვა. ლიდერთა სამულშია ასევე სომხეთის წარმომადგენელი რუბენ ალექსანიანი (440).

© Sputnik / STRINGERქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო - Sputnik საქართველო
ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმში – ტურნირის ემოციური ფოტოები >>

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე კონტინენტური პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე (-89 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები - გოგა ჩხეიძე (-67 კგ) და ანტონ პლესნოი (-96 კგ).

ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო >>

ლაშა ტალახაძისთვის მომდევნო სერიოზული შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება.

ბოლო სამ მსოფლიო პირველობაზე უცვლელი გამარჯვებული ტალახაძე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0