ქართველმა ძიუდოისტმა ქალებმა პრაღაში ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

© Georgian National Olympic Committeeვლადიმერ ახალკაცი და მარიამ ჭანტურია
ვლადიმერ ახალკაცი და მარიამ ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი გოგონების ყულაბაშია ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ქალთა ნაკრების სამმა წევრმა საერთაშორისო ტურნირზე European Judo Open Women, რომელიც პრაღაში დასრულდა, სამი მედალი მიიღო.

ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფო სომხიშვილი (+78) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო მარიამ ჭანტურია (-70) - ბრინჯაოსი.

ლიპარტელიანმა ფინალში პოლონელ არლეტ პოდოლაკთან წააგო, ხოლო სომხიშვილმა – ჩინელ იან ვანგთან.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩინელმა ძიუდოისტმა ქალებმა გაიმარჯვეს – მათ ანგარიშზეა ხუთი მედალი. მეორეზეა საფრანგეთის გუნდი, ხოლო მესამეზე – მონღოლეთის.

ტურნირში European Judo Open Women მონაწილეობდა 29 ქვეყნის 166 სპორტსმენი.

ყველა ახალი ამბავი
0