თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ქალთა ნაკრების სამმა წევრმა საერთაშორისო ტურნირზე European Judo Open Women, რომელიც პრაღაში დასრულდა, სამი მედალი მიიღო.
ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფო სომხიშვილი (+78) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო მარიამ ჭანტურია (-70) - ბრინჯაოსი.
ლიპარტელიანმა ფინალში პოლონელ არლეტ პოდოლაკთან წააგო, ხოლო სომხიშვილმა – ჩინელ იან ვანგთან.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩინელმა ძიუდოისტმა ქალებმა გაიმარჯვეს – მათ ანგარიშზეა ხუთი მედალი. მეორეზეა საფრანგეთის გუნდი, ხოლო მესამეზე – მონღოლეთის.
ტურნირში European Judo Open Women მონაწილეობდა 29 ქვეყნის 166 სპორტსმენი.