13:35 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (692)
17410

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე მოქმედი გამარჯვებული დაამარცხა

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით მე-19 ნომერი) დუბაიში АТР-500 სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში Dubai Duty Free Tennis Championships-ის მოქმედ გამარჯვებულს - ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (18) სამ სეტში მოუგო -  6:7, 6:4, 6:3. მატჩი ორ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

პირველი პარტია თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. არცერთმა ჩოგბურთელმა არ დათმო საკუთარი ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა ესპანელი, რომელმაც 7:2 მოიგო.

მსგავსი სცენარით განვითარდა მეორე სეტი, თუმცა მხოლოდ მეხუთე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილმა ბაუტისტა-აგუტის ჩაწოდება აიღო და დაწინაურება შეძლო.

თუმცა, მერვე გეიმში ესპანელმა ისევ ბრეიკი გააკეთა და ანგარიში გათანაბრდა - 4:4. თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა და გეიმი მეტოქის ჩაწოდებით ჩაატარა.

ამჯერად ბასილაშვილმა უპირატესობა არ დათმო და სეტი ანგარიშით 6:4 მოიგო.

ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე რუს ჩოგბურთელს მოუგო >>

გადამწყვეტ პარტიაში ესპანელს თამაში არ გამოუვიდა - გაიზარდა არაიძულებითი შეცდომების რაოდენობა, არ გამოსდიოდა პირველი ჩაწოდება. შედეგად ბასილაშვილმა ორი ბრეიკი გააკეთა და სეტი, ასევე როგორც მატჩი დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე. უყურეთ მატჩის ვიდეოს.

მეოთხედფინალში გასვლამ ბასილაშვილს 90 სარეიტინგო ქულა და 75 ათასი დოლარი მოუტანა.

ბაუტისტა-აგუტმა დუბაის ტურნირზე გასულ წელს გაიმარჯვა. ესპანელმა ვერ დაიცვა საკუთარი სარეიტინგო ქულები, რაც იმას ნიშნავს, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში ბაუტისტა-აგუტი რამდენიმე პოზიციას დაკარგავს, ხოლო ბასილაშვილი დაწინაურდება.

ტურნირის ფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი ტომაშ ბერდიხ (88, ჩეხეთი) - ბორნა ჩორიჩის(13, ხორვატია) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Dubai Duty Free Tennis Championships 2 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

თემები:
სპორტის ამბები (692)

მთავარი თემები