საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

© photo: Georgian Basketball Federation / FBნაკრების წევრი გიორგი შერმადინი
ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ისრაელმა გაუსწრო.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთის გუნდთან 69:81 წააგო. თამაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში გაიმართა.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თამაშგარე: საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერი ორი-სამი თვე ვერ ითამაშებს

ამ დამარცხების გამო საქართველო ნაკრებმა შესარჩევ L ჯგუფში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ ქართული გუნდის აქტივშია ხუთი გამარჯვება და ექვსი წაგება.

შემდეგ შესარჩევ მატჩს ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება. მსოფლიო პირველობაზე იბრძოლებენ გუნდები, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში პირველი სამი ადგილი დაიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0