თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერი და „ბასკონიის" კაპიტანი თორნიკე შენგელია უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ნათქვამია ესპანური კლუბის განცხადებაში.
ასეთ დასკვნამდე მივიდა „ბასკონიის" სამედიცინო შტაბი შენგელიას მორიგი გამოკვლევის შემდეგ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშს თებერვალში - მარტის დასაწყისში განაახლებდა, თუმცა, ფიზიოთერაპიულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი არ მოიტანა.
აქედან გამომდინარე, შენგელია ამ სეზონში „ბასკონიას" ვეღარ დაეხმარება ევროლიგის მატჩებში, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყება.
შენგელიამ სერიოზული ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „რეალის" წინააღმდეგ ისე პარკეტზე დავარდა და მარჯვენა მუხლის მყესები დაიზიანა.