ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

გამოწერა
აღსანიშნავია, რომ IWF-ის ვერსიით, ტალახაძე ზედიზედ მეორე წელია საუკეთესო ძალოსნად დასახელდა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. კენჭისყრის შედეგები ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ტალახაძე: ჩემი წარმატება ქვეყნის წარმატებაა

ტალახაძეს დაახლოებით 18 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მან უკან მოიტოვა ირანელი სოჰრაბ მორადი და ინდონეზიელი ეკო იული ირავანი. აღსანიშნავია, რომ IWF-ის ვერსიით, ტალახაძე საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მეორე წელია დასახელდა.

ქალთა შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი აღიარეს.

გასულ სეზონზე ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე ტურნირი ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მესამედ მოიგო. ამას გარდა, ტალახაძემ დაამყარა შვიდი მსოფლიო რეკორდი თავის წონით კატეგორიაში. ის საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

კენჭისყრა IWF-ის ვებ-გვერდზე 31 იანვრამდე ტარდებოდა. ხმის მიცემა დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ შეიძლებოდა.

თუ როდის გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, IWF-ის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0