ტალახაძე: ჩემი წარმატება ქვეყნის წარმატებაა
„პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წლები. მინდა, შემდეგი წლები იყოს ქვეყნის განვითარების, გაბრწყინებისა და გამთლიანების წლები. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ. ასევე, დიდი მადლობა ამ ლამაზი ჯილდოსთვის. 2018 წელს მიღწეული ჩემი წარმატებები არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ქვეყნისა და იმ ადამიანების წარმატებაა, ვინც ჩართულია ჩემს მზადებაში“, -ამბობს ლაშა ტალახაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვეყნის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა.