12:20 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
18520

ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის გრან-პრი კარიერაში მესამედ მოიგო.

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) პარიზის გრან-პრის მეორე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტ დაპირისპირებაში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა. შეხვედრა ლიპარტელიანის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქულა ვაზარით აიღო.

ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის გრან-პრი კარიერაში მესამედ მოიგო.

პარიზის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა. ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ფინალში 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოვის წარმომადგენელ დენის ვიერუს დაუთმო. შედეგად მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა. კიდევ ორი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს თემურ ნოზაძემ (-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოუტანეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მათ დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი) და ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) დაამარცხეს.

 

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები