ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში სამი მედალი მოიპოვეს

© Sputnik / STRINGERვაჟა მარგველაშვილის ორთაბრძოლა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში
ვაჟა მარგველაშვილის ორთაბრძოლა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას ტურნირის მედლებისთვის ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრან-პრის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს.

ყველაზე ახლოს ოქროს მედალთან იყო ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ფინალში 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მოლდოვის წარმომადგენელ დენის ვიერუს დაუთმო. შედეგად მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კიდევ ორი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს თემურ ნოზაძემ (-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოუტანეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მათ დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი) და ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) დაამარცხეს.

პარიზის გრან-პრის მეორე დღეს საქართველოს წარმოადგენს კიდევ ხუთი ძიუდოისტი - კობა მჭედლიშვილი (-81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური (-100 კგ), ონისე ბრეგაძე და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0