21:19 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ნუკრი რევიშვილი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ კარიერა დაასრულა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (70)
12010

რევიშვილი ნაკრების ორ ყოფილ ფეხბურთელთან - ბაჩანა ცხადაძესა და რევაზ ბარაბაძესთან ერთად პროექტს გეგმავს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარე ნუკრი რევიშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ჩემთვის ერთ-ერთი რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა – ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულე. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ვერ მივაღწიე დიდ წარმატებას, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერც ერთ დიდ ტურნირზე ვერ ვითამაშე, რაც ასე ოცნებად მქონდა. თუმცა მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი საუკეთესო კოლექტივების წევრი. ვითამაშე საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად", - განუცხადა რევიშვილმა პირველ არხს.

ამასთან, 31 წლის სპორტსმენმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად კარიერის დასრულებისა, ის ფეხბურთს არ ემშვიდობება.

„ჩემი საფეხბურთო კარიერა სრულდება, მაგრამ ფეხბურთიდან არ მივდივარ, რადგან მე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია", - აღნიშნა რევიშვილმა.

მას არ დაუზუსტებია, როგორ დაუკავშირდება კონკრეტულად მისი კარიერა ფეხბურთს. მისი თქმით, ნის გეგმავს პროექტს ნაკრების ორ ყოფილ ფეხბურთელთან - ბაჩანა ცხადაძესა და რევაზ ბარაბაძესთან ერთად. როგორც რევიშვილმა აღნიშნა, სრულებით შესაძლებელია, რომ მუშაობა ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში დაიწყოს.

რევიშვილმა პროფესიული კარიერა ქუთაისის „ტორპედოში" 2004 წელს დაიწყო. ორი სეზონის შემდეგ ის ყაზანის „რუბინში" გადავიდა.

„რუბინი" მან 2010 წელს დატოვა და შემდეგ კიდევ ცხრა კლუბი გამოიცვალა. მათ შორის „ანჟი" (რუსეთი), „კრასნოდარი" (რუსეთი), „დილა", „ვალეტა" (მალტა), თბილისის „დინამო" და სხვა.

Футбол. Нукри Ревишвили
© photo: Sputnik / Виталий Тимкив
ნუკრი რევიშვილი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევიშვილმა 33 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი 2005 წელს გაიმართა. ბოლოს რევიშვილმა საქართველოს ეროვნული გუნდის კარი 2016 წელს დაიცვა (ესპანეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი).

თემები:
სპორტის ამბები (70)

მთავარი თემები