საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ კარიერა დაასრულა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშინუკრი რევიშვილი
ნუკრი რევიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რევიშვილი ნაკრების ორ ყოფილ ფეხბურთელთან - ბაჩანა ცხადაძესა და რევაზ ბარაბაძესთან ერთად პროექტს გეგმავს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარე ნუკრი რევიშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ჩემთვის ერთ-ერთი რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა – ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულე. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ვერ მივაღწიე დიდ წარმატებას, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერც ერთ დიდ ტურნირზე ვერ ვითამაშე, რაც ასე ოცნებად მქონდა. თუმცა მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი საუკეთესო კოლექტივების წევრი. ვითამაშე საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად", - განუცხადა რევიშვილმა პირველ არხს.

ნუკრი რევიშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს ცხრა წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

ამასთან, 31 წლის სპორტსმენმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად კარიერის დასრულებისა, ის ფეხბურთს არ ემშვიდობება.

„ჩემი საფეხბურთო კარიერა სრულდება, მაგრამ ფეხბურთიდან არ მივდივარ, რადგან მე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია", - აღნიშნა რევიშვილმა.

მას არ დაუზუსტებია, როგორ დაუკავშირდება კონკრეტულად მისი კარიერა ფეხბურთს. მისი თქმით, ნის გეგმავს პროექტს ნაკრების ორ ყოფილ ფეხბურთელთან - ბაჩანა ცხადაძესა და რევაზ ბარაბაძესთან ერთად. როგორც რევიშვილმა აღნიშნა, სრულებით შესაძლებელია, რომ მუშაობა ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში დაიწყოს.

რევიშვილმა პროფესიული კარიერა ქუთაისის „ტორპედოში" 2004 წელს დაიწყო. ორი სეზონის შემდეგ ის ყაზანის „რუბინში" გადავიდა.

„რუბინი" მან 2010 წელს დატოვა და შემდეგ კიდევ ცხრა კლუბი გამოიცვალა. მათ შორის „ანჟი" (რუსეთი), „კრასნოდარი" (რუსეთი), „დილა", „ვალეტა" (მალტა), თბილისის „დინამო" და სხვა.

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშინუკრი რევიშვილი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ კარიერა დაასრულა - Sputnik საქართველო
ნუკრი რევიშვილი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევიშვილმა 33 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი 2005 წელს გაიმართა. ბოლოს რევიშვილმა საქართველოს ეროვნული გუნდის კარი 2016 წელს დაიცვა (ესპანეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი).

ყველა ახალი ამბავი
0