02:20 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო 2018 (581)
21601

ქართველი კალათბურთელის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერი და „ბასკონიის" კაპიტანი თორნიკე შენგელია უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ნათქვამია ესპანური კლუბის განცხადებაში.

ასეთ დასკვნამდე მივიდა „ბასკონიის" სამედიცინო შტაბი შენგელიას მორიგი გამოკვლევის შემდეგ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელი თამაშს თებერვალში - მარტის დასაწყისში განაახლებდა, თუმცა, ფიზიოთერაპიულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი არ მოიტანა.

აქედან გამომდინარე, შენგელია ამ სეზონში „ბასკონიას" ვეღარ დაეხმარება ევროლიგის მატჩებში, რომელიც აპრილის დასაწყისში დაიწყება.

შენგელიამ სერიოზული ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „რეალის" წინააღმდეგ ისე პარკეტზე დავარდა და მარჯვენა მუხლის მყესები დაიზიანა.

თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)

მთავარი თემები