16:14 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
ლევან მჭედლიძე

ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

© FB / Empoli Fc Official
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (399)
32 0 0

ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იტალიური საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ შემადგენლობაში ერთი სეზონი კიდევ ითამაშებს

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე „ემპოლისთან“ კონტრაქტს ერთი წლით გააგრძელებს, იუწყება იტალიური გამოცემა Il Tirreno.

იტალიურ კლუბსა და ქართველ ფორვარდს შორის შეთანხმებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ „ემპოლის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო 28 წლის მჭედლიძე ერთი სეზონით კიდევ დატოვოს გუნდის შემადგენლობაში. 

მჭედლიძემ 2017 წლის აპრილში „მილანის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ფეხბურთელს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის პოტენციალის სჯერა და მიიჩნევს, რომ მჭედლიძე შეძლებს ახალ სეზონში გუნდს დაეხმაროს.

მჭედლიძე „ემპოლის“ შემადგენლობაში 2010 წლიდანაა. ამ დროის განმავლობაში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე გუნდის სახელით 151 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


თემები:
სპორტი და საქართველო (399)

მთავარი თემები