ქართველმა სუმოისტმა ოძეკის წოდება მიიღო

© photo: AFP 2020 / Behrouz MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს სუმოს იერარქიის მეორე წოდება მიანიჭა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, სუმოს იერარქიის მეორე წოდება — ოძეკი მიანიჭეს.

ეს გადაწყვეტილება იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო.

ტოკიოში შედგა ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

ლევან გიორგაძე, ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
ლევან გორგაძის გამარჯვება: ტოჩინოშინმა სუმოს ღმერთი დაამარცხა – ვიდეოკადრები

ტრადიციისამებრ, სუმოს ასოციაციის წარმომადგენლები ლევანის კლუბს, კასუგანო ბეიას ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს. ტოჩინოშინიმა, თავის მხრივ, ტრადიციული სატიტულე ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს ამ წოდებას.

წარმოშობით მცხეთელმა 30 წლის ლევან გორგაძემ სუმოში თავისი მოღვაწეობა 12 წლის ასაკში დაიწყო.

ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის მეორე უმაღლესი წოდებაა იოკოძუნას შემდეგ. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ეს საპატიო წოდება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0