ქართველი სპორტსმენის საუკეთესო შედეგი ოლიმპიადაზე

© FB / Olympicოლიმპიადა 2018
ოლიმპიადა 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ნაკრებიდან ოლიმპიადაზე შემდეგი მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი გამოვა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქართველმა სამთო მოთხილამურემ ნინო წიკლაურმა ფიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიადაზე სლალომში შეჯიბრებებზე 39-ე ადგილი დაიკავა, რაც ქართველი სპორტსმენის საუკეთესო პერსონალური შედეგი გახდა თამაშებზე.

წიკლაურმა პირველ ცდაზე დისტანცია 55.88 წამში დაფარა, ხოლო მეორეზე დრო გააუმჯობესა და დისტანცია 55.74 წამში დაფარა. შემაჯამებელ ოქმში ქართველის მაჩვენებელი ლიდერის პოზიციებს 12.99 წამით ჩამორჩა.

მამუკა ხაბარელი - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე

პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფრიდა ჰანსდოტერი შვედეთიდან. ვერცხლი ერგო ვენდა ჰოლდენერს შვეიცარიიდან, ხოლო ბრინჯაო — ავსტრიელ კატარინა გალჰუბერს.

ვანკუვერში ოლიმპიადაზე წიკლაურმა ამ დისციპლინაში 50-ე ადგილი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ სოჭში (2014) ფინიშამდე ვერ მივიდა.

მანამდე წიკლაურმა ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომშიც მიიღო მონაწილეობა და 46-ე ადგილი დაიკავა.

18 თებერვალს ოლიმპიადაზე გამოსვლას დაიწყებს ქართველი სამთო მოთხილამურე იასონ აბრამიშვილი.

ფიონგჩანგის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან შვიდი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს გერმანია. ამ ქვეყნის ნაკრებს 15 მედალი აქვს — 9 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოსი. მეორე ადგილზეა ნორვეგია (6-8-5), ხოლო მესამეზე — ჰოლანდია (5-5-2).

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0