ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე

გამოწერა
სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიადაზე საქართველოდან 4 სპორტსმენი იასპარეზებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.

 

ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე


„ოთხი ლიცენზია გვაქვს. ესენი არიან მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, ორი მოთხილამურე — იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური და ერთი მოციგავე — გიორგი სოგოიანი. ეს სპორტსმენები ნამდვილად მიემგზავრებიან ფიონგჩანგში“, — აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.

სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, სამხრეთ კორეაში საქართველოდან დაახლოებით 18  ადამიანი გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0