10:00 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე

საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფეხბურთში გადაიდო

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (378)
31 0 0

ნაკრებების შეხვედრის ახალი თარიღი ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, რომელიც ანტალიაში 2 თებერვალს უნდა შემდგარიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მატჩი ფიფას კალენდრით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დღეს ჩატარდება. მისი ჩატარების თარიღის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.

„საქართველოსა და  აზერბაიჯანს შორის ამხანაგური მატჩი მოგვიანებით აუცილებლად გაიმართება, შეხვედრის თარიღსა და მასპინძელ სტადიონს ქართული და აზერბაიჯანული მხარე უახლოეს პერიოდში დავაზუსტებთ. ამ ეტაპზე, ეროვნული ნაკრების კანდიდატების ძირითადი ნაწილი კლუბებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და საწვრთნელ პროცესს სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ერთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, რომელიც 24 იანვარს ლოზანაში გაიმართება, ოფიციალური კალენდარი შედგება და ყველა ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც გაირკვევა“, — აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ყველა მატჩი ამხანაგური იყო. თითოეული გუნდის ანგარიშზეა ორ-ორი გამარჯვება. კიდევ ორი თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაა — 8:6 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი უეფას ახალი ტურნირის — ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაში მოთავსდა. ტურნირი 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.


თემები:
სპორტი და საქართველო (378)

მთავარი თემები