09:56 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
სოლომონ კვერკველია

2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

photo: courtesy of FC Lokomotiv / Alexander Pogrebnyak
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (511)
64 0 0

თბილისში წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვერკველია 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე.

კვერკველია „ლოკომოტივში" ყაზანის „რუბინიდან" 2017 წლის თებერვალში იჯარის უფლებით გადავიდა. შემდეგ გუნდმა ის "რუბინისგან" შეისყიდა და 25 წლის ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი 2021 წლამდე. კვერკველიამ გუნდის შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.  ამასთან, 25 წლის მცველის ანგარიშზე საქარველოს ნაკრებში ჩატარებული 25 მატჩია. 

2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე გახდა, რომელიც თურქული „ატაშეჰირ ბელედიესპორის“ სახელით ასპარეზობს, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული კი ბელგიური „გენტის“ მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძემ მოიპოვა.

ეროვნული ლიგაში მოასპარეზეთა შორის საუკეთესოებად დასახელდნენ თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძე, თბილისის „დინალოს“ მცველი ლაშა თოდაძე, თბილისის „საბურთალოს“ ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, საუკეთესო ლეგიონერად კი „სამტრედიის“ სახელით მოასპარეზე  კოტ დივუარელი ანტე გიმი

საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ქუთაისის „ტორბედოს“ მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა.


თემები:
სპორტი და საქართველო (511)

მთავარი თემები