13:05 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მატჩი საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბელარუსს დაუზავდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (105)
21 0 0

მიმდინარე წელს ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაასრულა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბელარუსის გუნდთან ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა, რომელიც ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების ძირითად მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა და მინდორზე უახლოესი რეზერვიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოუშვა.

პირველი 15-20 წუთი გუნდებმა დაზვერვაში გაატარეს და მატჩის ძირითადი მოვლენები მოედნის ცენტრში ვითარდებოდა. 24-ე წუთზე მასპინძელმა მარცხენა ფლანგის დაცვა ვერ მოასწრო და ამით ალექსანდრ კარნიცკიმ ისარგებლა. მან ბურთი თავისი გუნდის კაპიტან იგორ სტასევიჩს გადასცა, რომელმაც როინ კვასხვაძეს აუარა გვერდი და ანგარიში გახსნა.

მასპინძელმა საპასუხო გოლი 35-ე წუთზე გაიტანა. ლაშა შერგელაშვილის კუთხურის შემდეგ ბურთს საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე დაეუფლა. რთული სიტუაციის მიუხედავად თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მობილიზება შეძლო და ნაკრების შენადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ ინიციატივა ისევ საქართველოს ნაკრების ხელში იყო და დაწინაურებისთვის მას 5 წუთი ეყო. ამჯერად შერგელაშვილის ჩაწოდება გოლად აქცია 22 წლის ლაშა დვალმა, რომლისთვის ეს გოლი ნაკრებში სადებიუტო გახდა.

თუმცა, მიღწეული უპირატესობა ქართველებმა ვერ შეინარჩუნეს. 66-ე წუთზე, ცენტრალური მცველების შეცდომის გამო, პაველ ნეხაიჩიკმა ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში დაწინაურების სურვილი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გადაცემების და შეტევების საბოლოო სტადიაზე დაშვებულმა შეცდომების გამო ანგარიში 2:2 არ შეცვლილა.


თემები:
სპორტი და საქართველო (105)

მთავარი თემები