18:02 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
„სპარტაკის“ მოთამაშე ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძე რომში გამოკვლევებზე გაემგზავრა

© Sputnik/ Anton Denisov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (68)
21 0 0

ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატის დროს ტრავმა მიიღო და შესაძლოა, რამდენიმე თვე ვერ ითამაშოს

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სამედიცინო კონსულტაციას რომში გაივლის, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მოსალოდნელია, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მყესის ტრავმასთან დაკავშირებით იტალიაში შესაძლო ოპერაციის საკითხი გადაწყდება. მიღებული დაზიანების გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანანიძეს სრულფასოვანი ვარჯიში უჭირდა.

ანანიძემ ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის XI ტურის „ანჟის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.

მიღებული დაზიანების გამო ნახევარმცველმა ვერ მიიღო მონაწილეობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ მატჩში, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა უელსის (0:1) და სერბეთის (0:1) წინააღმდეგ გამართა.

თემები:
სპორტი და საქართველო (68)

მთავარი თემები