თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სამედიცინო კონსულტაციას რომში გაივლის, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მოსალოდნელია, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მყესის ტრავმასთან დაკავშირებით იტალიაში შესაძლო ოპერაციის საკითხი გადაწყდება. მიღებული დაზიანების გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანანიძეს სრულფასოვანი ვარჯიში უჭირდა.
ანანიძემ ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის XI ტურის „ანჟის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
მიღებული დაზიანების გამო ნახევარმცველმა ვერ მიიღო მონაწილეობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ მატჩში, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა უელსის (0:1) და სერბეთის (0:1) წინააღმდეგ გამართა.