ქართველი კანოისტი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovკანოისტი ზაზა ნადირაძე
კანოისტი ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში ტარდება, ქართველმა კანოისტმა 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზაზა ნადირაძემ დისტანცია 38,439 წამში გადალახა და ბელარუსის წარმომადგენელს არტიომ კოზირს 0,278 წამი დაუთმო.

მესამე ადგილი დაიკავა ირანელმა ადელ მოჯალალიმ (Adel Mojalali Moghaddam Foumani).

ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი მოიპოვა

დისტანციის ბოლოს ნადირაძეს მცირე კურიოზი შეემთხვა — მისი კანოე ამობრუნდა, როდესაც სპორტსმენმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა. ნადირაძე არ დაშავებულა. თუმცა, რამდენიმე წამში ადგილზე მაშველები გაჩნდნენ, რომლებმაც სპორტსმენი წყლიდან ამოიყვანეს.

ნადირაძისათვის წელს ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის პლოვდივში ამა წლის ივლისში გაიმართა, ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0