თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის გათამაშებაში 200 მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა უნგრეთის ქალაქ სეგედში.
ნადირაძემ დისტანცია 38,323 წამში დაფარა და მხოლოდ 0,315 წამით დათმო ლიტველ ჟუსტაუტასთან.
მესამე ადგილზე რუსი იბან შტილი გავიდა.
შეგახსენებთ: 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ზაზა ნადირაძემ 200 მ დისტანციაზე მეხუთე შედეგი აჩვენა.