ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე: ქართველები მედლების გარეშე დარჩნენ

© Facebook / FB / United World Wrestlingზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში ტარდება, ორ დღეში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პარიზის მსოფლიო ჩემიონატის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.

პოდიუმთან ყველაზე ახლოს იყო ზურაბ დათუნაშვილი (-80 კგ). თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის გერმანელ პასკალ ეიზელთან (Pascal Eisel) დამარცხდა.

რობერტ ქობლიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით სხვა ქართველ მოჭიდავეებს, ლაშა მარიამიძემ (-59 კგ) ორთაბრძოლა კვალიფიკაციის სტადიაზე წააგო, გოგა გოგიბერაშვილი (-66 კგ) 1/16 ფინალში დამარცხდა, ხოლო ლევან არაბულმა (-130 კგ) მეოთხედფინალის ზღვარი ვერ გადალახა.

ამგვარად, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შეჯიბრების პირველ დღეს მოიპოვეს რობერტ კობლიაშვილმა (-85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (-98 კგ).

23 და 24 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალები იასპარეზებენ, ხოლო 25 რიცხვიდან მედლებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრებს რვა სპორტსმენი წარმოადგენს (თითოეულ წონით კატეგორიაში):

(-57კგ) – ბექა ლომთაძე

(-61კგ) – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

(-65კგ) – ზურაბ იაკობაშვილი

(-70კგ) – ზურაბ ერბოწონაშვილი

(-74კგ) – ჯუმბერ ყველაშვილი

(-86კგ) – დავით ხუციშვილი

(-97კგ) – ელიზბარ ხუციშვილი

(-125კგ) – გენო პეტრიაშვილი

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი პარიზში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0