21:31 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები

ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი წააგეს

© Handballgeo2017
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
12 0 0

საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ორი წაგება აქვს. შემდეგ თამაშს ის გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდიასთან გამანადგურებელი ანგარიშით – 25:42 წააგო. მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ამ დღეებშში თბილისში მიმდინარეობს.

ისლანდიელებმა უპირატესობა თამაშის დაწყებიდანვე აიღეს ხელში და თითოეულ საშიშ მომენტს, პრაქტიკულად, მეტოქის კარში ზუსტი დარტყმით ასრულებდნენ.

Юношеский чемпионат мира по гандболу: сборные России и Словении
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები

მატჩის მეორე ნახევარში ბექა ორჯონიკიძის გუნდის წევრებმა მეტი მონდომებით ითამაშეს და ამან თავისი შედეგიც მოიტანა – მეორე ნახევარი ანგარიშით 18:17 დასრულდა.

"ჩვენ ჩავაგდეთ თამაშის დასაწყისი და ეს საბოლოო შედეგზე აისახა. ახლა ჩვენი მიზანია ჩილეს ნაკრები დავამარცხოთ და პლეი–ოფში გავიდეთ", – განაცხადა მატჩის შშემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

Юношеский чемпионат мира по гандболу: сборные Грузии и Исландии
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები

ორჯონიკიძემ მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

ჩატარებულ სამ ტურში საქართველომ ერთხელ გაიმარჯვა, ორჯერ – დამარცხდა. გუნდის აქტივში ორი ქულაა და მას В–ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია,

შემდეგ მატჩს ქართველი ხელბურთელები 12 აგვისტოს ჯგუფის ლიდერთან –გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

მთავარი თემები