ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი წააგეს

© Handballgeo2017მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ორი წაგება აქვს. შემდეგ თამაშს ის გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდიასთან გამანადგურებელი ანგარიშით – 25:42 წააგო. მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ამ დღეებშში თბილისში მიმდინარეობს.

ისლანდიელებმა უპირატესობა თამაშის დაწყებიდანვე აიღეს ხელში და თითოეულ საშიშ მომენტს, პრაქტიკულად, მეტოქის კარში ზუსტი დარტყმით ასრულებდნენ.

© Handballgeo2017 მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები
Юношеский чемпионат мира по гандболу: сборные России и Словении - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები

მატჩის მეორე ნახევარში ბექა ორჯონიკიძის გუნდის წევრებმა მეტი მონდომებით ითამაშეს და ამან თავისი შედეგიც მოიტანა – მეორე ნახევარი ანგარიშით 18:17 დასრულდა.

"ჩვენ ჩავაგდეთ თამაშის დასაწყისი და ეს საბოლოო შედეგზე აისახა. ახლა ჩვენი მიზანია ჩილეს ნაკრები დავამარცხოთ და პლეი–ოფში გავიდეთ", – განაცხადა მატჩის შშემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

© Handballgeo2017 მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები
Юношеский чемпионат мира по гандболу: сборные Грузии и Исландии - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში: საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებები

ორჯონიკიძემ მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

ჩატარებულ სამ ტურში საქართველომ ერთხელ გაიმარჯვა, ორჯერ – დამარცხდა. გუნდის აქტივში ორი ქულაა და მას В–ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია,

შემდეგ მატჩს ქართველი ხელბურთელები 12 აგვისტოს ჯგუფის ლიდერთან –გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0