04:32 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი

ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში გრან-პრიზე ოთხი მედალი მოიპოვეს

© REUTERS/ TORU HANAI
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2301

ბაქოში „ოქროს გრან-პრის“ გამარჯვებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გახდა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბაქოს „ოქროს გრან-პრიზე“ ოთხი მედალი მოიპოვეს, აღნიშნულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (UWW) ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) გრან-პრის გამარჯვებული ფინალურ ორთაბრძოლაში გაუსვლელად გახდა. მისმა მეტოქემ, უკრაინელმა ალენ ზასეევმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვეღარ მიიღო.

ფინალში გავიდა ავთო კენჭაძე (-74 კგ), მაგრამ ტურნირის მასპინძელ ჯაბრაილ გასანოვს ვერ სძლია და ვერცხლს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებს ორი ბრინჯაო მოუტანეს გიორგი რევაზიშვილმა (-61 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (-86 კგ).

ქართველი და თურქი მებრძოლების, დავით მარსაგიშვილისა და ახმედ ბილიჩის შერკინება
ქართველი და თურქი მებრძოლების, დავით მარსაგიშვილისა და ახმედ ბილიჩის შერკინება

ქალები ტურნირზე 25 იანვარს იასპარეზებენ, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები — 26 ნოემბერს.

„ოქროს გრან-პრის“ გამარჯვებული პრიზის სახით 5 ათას აშშ დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული — 3 ათასს, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი — 1 ათას აშშ დოლარს.

მთავარი თემები