მედია: ჯაბა კანკავა „რეიმსიდან“ წასვლას აპირებს

ჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს არაერთხელ განუცხადებია, რომ „რეიმსის“ მეორე ლიგაში გადასვლის შემთხვევაში გუნდს დატოვებს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „რეიმსს“ დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს, იუწყება ფრანგული მედია.

2015/2016 წლების შედეგების მიხედვით, „რეიმსმა“ მე–18 ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და უმაღლესი ლიგიდან გავარდა. გამომდინარე აქედან, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს. ამის შესახებ თავად კლუბის პრეზიდენტმა ჟან–პიერ კეიომ განაცხადა.  

ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
საფეხბურთო უქმეები: ქართველი ლეგიონერები ფინიშის ხაზთან

გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელებს შორის, სავარაუდოდ, კანკავაც მოხვდება, რომელსაც წარსულში არაერთხელ განუცხადებია, რომ „რეიმსის“ მეორე ლიგაში გადასვლის შემთხვევაში გუნდს დატოვებს. 

თუ სად განაგრძობს ქართველი ნახევარმცველი სპორტულ კარიერას, ცნობილი არ არის. 

ჯაბა კანკავა „რეიმსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა უკრაინული „დნეპრიდან“ 4 მლნ ევროდ. „რეიმსის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, აქედან 27 — ძირითად შემადგენლობაში, მიღებული აქვს 12 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი. 

მიიღეთ მონაწილეობა Sputnik-ის გამოკითხვაში და ხმა მიეცით თქვენს ფავორიტ ლეგიონერს >>


ყველა ახალი ამბავი
0