საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დამნაშავეები დასაჯა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალათბურთში „ქუთაისსა” და თბილისის „დინამოს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩისას ადგილობრივ გულშემატკივრებსა და დედაქალაქელ კალათბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დისციპლინარულ–ტექნიკურმა კომიტეტმა თბილისის  „დინამოს“ წევრი ილია ლონდარიძე 2 ათასი ლარითა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დააჯარიმა, ხოლო კლუბი „ქუთაისი“ — 1 ათასი ლარით, — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში

კალათბურთი - Sputnik საქართველო
ქუთაისელ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა

ასეთი გადაწყვეტილება კომიტეტმა იმ ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც „ქუთაისსა” და თბილისის „დინამოს“ შორის  საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩისას ადგილობრივ გულშემატკივრებსა და დედაქალაქელ კალათბურთელებს შორის მოხდა. 

მატჩის დამთავრებამდე წამები რჩებოდა, როდესაც ადგილობრივ გულშემატკივრებსა და „დინამოს“ სათადარიგო მოთამაშეებს შორის კამათი დაიწყო, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი სამ წუთში ამოიწურა. 

ჯარიმის გარდა, „ქუთაისმა“ მიიღო გაფრთხილება, რომ მსგავსის გამეორების შემთხვევაში, გუნდი საშინაო მატჩებს ან ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს, ან ქუთაისის გარეთ. 


ყველა ახალი ამბავი
0