თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩში „ქუთაისი“ — „დინამო“ ადგილობრივ გულშემატკივარსა და დედაქალაქის კალათბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა.
ინციდენტი მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე მოხდა. იმ დროისთვის „ქუთაისი“ ანგარიშით 75:64 იგებდა და მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ქუთაისელ გულშემატკივარსა და თბილისის „დინამოს“ სათადარიგო მოთამაშეებს შორის დაიწყო, რომელიც შემდეგ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
საბედნიეროდ, ინციდენტს შემდგომი განვითარება არ მოჰყოლია, ვნებები სამ წუთში ჩაცხრა, ამის შემდეგ კალათბურთელებმა მატჩი დაასრულეს.
მიიღებს თუ არა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია რაიმე სანქციებს მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
ქუთაისელ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა
13:30 28.11.2015 (განახლებულია: 15:46 19.10.2021)
© photo: Sputnik / Anton Denisov
/ გამოწერა
ინციდენტი მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე მოხდა. იმ დროისთვის „ქუთაისი“ ანგარიშით 75:64 იგებდა და მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.