https://sputnik-georgia.com/20210817/kovidbaraTebis-gacema-iwyeba-252603697.html
საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება: რა საბუთებია საჭირო ამისთვის
საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება: რა საბუთებია საჭირო ამისთვის
Sputnik საქართველო
კოვიდ-ბარათზე დატანილი იქნება პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR–კვლევის შესახებ ინფორმაცია. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T13:46+0400
2021-08-17T13:46+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bfdd052a0b8fcc2ee348ac7ff686b33b.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კოვიდ–პასპორტი თუ?.. რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე>>უწყების ცნობით, კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.უწყების ინფორმაციით, კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210513/ra-inpormaciis-shemcveli-iqneba-kovid-pasporti-251721565.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_db758cb20d2e666fc69d732a31e362c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება: რა საბუთებია საჭირო ამისთვის
13:46 17.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კოვიდ-ბარათზე დატანილი იქნება პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR–კვლევის შესახებ ინფორმაცია.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.
„კოვიდ-ბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.