https://sputnik-georgia.com/20210812/gamocxaddeba-Tu-ara-e-w-mkacri-lokdauni-amiran-gamyreliZis-pasuxi-252568185.html
გამოცხადდება თუ არა ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის პასუხი
გამოცხადდება თუ არა ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის პასუხი
Sputnik საქართველო
გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად არა ე.წ. ლოკდაუნი, არამედ სხვა მიდგომები განიხილება, ეპიდვითარების მართვის ერთადერთი გზა კი მოსახლეობის... 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T18:55+0400
2021-08-12T18:55+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270892_0:204:2400:1554_1920x0_80_0_0_78b0858c4f04a159380e7e149968940a.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მკაცრი ლოკდაუნის ამოქმედება აღარ განიხილება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.გამყრელიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მართვის ბალანსირებული მიდგომა განიხილება. მან ასევე მოიშველია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების მზარდი რაოდენობისა, მკაცრი ლოკდაუნები არ გამოცხადებულა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ერთადერთი გზაა.აღსანიშნავია, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.მათ შორის: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210812/mivdivar-vaqcinaciisTvis-saqarTveloSi-specialuri-avtobusebi-dainiSneba-252568169.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270892_137:174:2038:1600_1920x0_80_0_0_2e645c8d5b3c185c5a25cec8436e0885.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამოცხადდება თუ არა ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის პასუხი
18:55 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად არა ე.წ. ლოკდაუნი, არამედ სხვა მიდგომები განიხილება, ეპიდვითარების მართვის ერთადერთი გზა კი მოსახლეობის ვაქცინაციაა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მკაცრი ლოკდაუნის ამოქმედება აღარ განიხილება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მართვის ბალანსირებული მიდგომა განიხილება. მან ასევე მოიშველია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების მზარდი რაოდენობისა, მკაცრი ლოკდაუნები არ გამოცხადებულა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ერთადერთი გზაა.
„ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი და არა მკაცრი ლოკდაუნი, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
მათ შორის: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.