გამოცხადდება თუ არა ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი – ამირან გამყრელიძის პასუხი

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად არა ე.წ. ლოკდაუნი, არამედ სხვა მიდგომები განიხილება, ეპიდვითარების მართვის ერთადერთი გზა კი მოსახლეობის ვაქცინაციაა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მკაცრი ლოკდაუნის ამოქმედება აღარ განიხილება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მართვის ბალანსირებული მიდგომა განიხილება. მან ასევე მოიშველია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, სადაც, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების მზარდი რაოდენობისა, მკაცრი ლოკდაუნები არ გამოცხადებულა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ერთადერთი გზაა.
„ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი და არა მკაცრი ლოკდაუნი, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
„მივდივარ ვაქცინაციისთვის“ - საქართველოში სპეციალური ავტობუსები დაინიშნება
აღსანიშნავია, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
მათ შორის: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური