https://sputnik-georgia.com/20210810/Pfizer-meore-dozaze-registraia-daiwyo-252547312.html
Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათას ადამიანს აჭარბებს. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T12:35+0400
2021-08-10T12:35+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534507_255:19:1654:806_1920x0_80_0_0_c90bdb698c4202eb1357e9ced9b5dcff.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში პრეპარატ Pfizer-ის მეორე დოზით ვაქცინაციაზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო, ხოლო უშუალოდ აცრა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ, რეგისტრაციის შემდეგ მეორე დოზის გაკეთებას ნებისმიერ დაწესებულებაში შეძლებენ — პირველი აცრიდან 21–28 დღის ინტერვალში. როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, თბილისსა და რეგიონებში პერიოდულად ემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე ღია სივრცეები, სადაც რეგისტრაციაგავლილი პირები აცრის გაკეთებას შეძლებენ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა შემოვიდა.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac-ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ ვაქცინებით Pfizer, Sinopharm ან Sinovac. ამას გარდა, ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით შეუძლიათ AstraZeneca აირჩიონ.ბოლო მომაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 664.997-მა ადამიანმა ჩაიტარა, სრული ორი დოზით აცრილია 203.744 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210810/koronavirusze-20-aTasze-meti-policieli-aicra-252547246.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534507_412:0:1528:837_1920x0_80_0_0_20be560945efbf5781f9e077229e0e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
12:35 10.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათას ადამიანს აჭარბებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოში პრეპარატ Pfizer-ის მეორე დოზით ვაქცინაციაზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო, ხოლო უშუალოდ აცრა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ
პორტალზე. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.
მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვთ, რეგისტრაციის შემდეგ მეორე დოზის გაკეთებას ნებისმიერ დაწესებულებაში შეძლებენ — პირველი აცრიდან 21–28 დღის ინტერვალში.
როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, თბილისსა და რეგიონებში პერიოდულად ემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე ღია სივრცეები, სადაც რეგისტრაციაგავლილი პირები აცრის გაკეთებას შეძლებენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა შემოვიდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac-ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ ვაქცინებით Pfizer, Sinopharm ან Sinovac. ამას გარდა, ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით შეუძლიათ AstraZeneca აირჩიონ.
ბოლო მომაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 664.997-მა ადამიანმა ჩაიტარა, სრული ორი დოზით აცრილია 203.744 ადამიანი.