https://sputnik-georgia.com/20210806/saqartvelos-saelcho-saberznetshi-tanamemamuleebs-aprtxilebs-252519579.html
საქართველოს საელჩო საბერძნეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ტყის ტერიტორიაზე შესვლას და ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T14:40+0400
2021-08-06T14:40+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252501151_186:417:3071:2048_1920x0_80_0_0_a3c72eb636a137ae5eb6f7f502f244e3.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს. საელჩო თანამემამულეებს მოუწოდებს, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გაჩენა, და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.„ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე – 199“, – ნათქვამია ინფორმაციაში.უწყების ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი – 6995779793.საბერძნეთში ტყის ხანძრებს 100-ზე მეტ წერტილში ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
https://sputnik-georgia.com/20210804/xandzari-atenshi-252500238.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252501151_526:448:3071:2048_1920x0_80_0_0_a936ace03402b0a66f3b43bcd5f3d37f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს საელჩო საბერძნეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
14:40 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ტყის ტერიტორიაზე შესვლას და ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ
მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს.
საელჩო თანამემამულეებს მოუწოდებს, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გაჩენა, და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
„ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე – 199“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი – 6995779793.
საბერძნეთში ტყის ხანძრებს 100-ზე მეტ წერტილში ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.