საბერძნეთში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა ათენამდე მიაღწია – ვიდეო

გამოწერა
ათენის სამ დასახლებულ პუნქტში სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს. ძლიერი ხანძრის გამო, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება, ხელისუფლებამ მოსახლეობის გარიდების განკარგულება გასცა.
ხანძარი სამშაბათს გაჩნდა საბერძნეთის სამეფო ოჯახის სასახლის მახლობლად.
ცეცხლმა ვარიბობიში რამდენიმე სახლი გაანადგურა. დედაქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი შავ კვამლში გაეხვა. რაიონს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. პრობლემები გაჩნდა სატრანსპორტო მიმოსვლაშიც.
ხანძრის ქრობას ართულებს 40-გრადუსიანი სიცხე.
ყველა ახალი ამბავი
0