კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი: გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდვითარება შემაშფოთებელია, თუმცა, მეოთხე ტალღის პიკი ჯერ არ დამდგარა  – მთავრობა მკაცრი „ლოკდაუნის“ გამოცხადებას არ გეგმავს
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა – ერთ დღეში ინფიცირების იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე მესამე ტალღის პიკის დროს, განაცხადა ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტა პლუსის“ შემთხვევები გამოვლინდა
გამყრელიძის თქმით, ერთადერთი განსხვავება ინფექციის გავრცელების წინა ტალღებისგან არის ის, რომ ახლა მოსახლეობის ვაქცინაცია შესაძლებელია.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში 26 ივლისს ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ერთ დღეში 13,8 ათასი ადამიანი აიცრა. დღეს ვაქცინის გაკეთებას 14,3 ათასი მოქალაქე გეგმავს – უმრავლესობამ Pfizer აირჩია, შემდეგ მოდის Sinopharm, AstraZeneca და ბოლოს  Sinovac.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ეპიდვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი ხალხმრავალი ქორწილებისა და ქელეხების გამართვასთან დაკავშირებით. გამყრელიძე საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
 „თუ რეკომენდაციებს ყველა შევასრულებთ, არ წავალთ ქორწილებში, არ მივიღებთ მონაწილეობას დიდი ღონისძიებებზე, დიდი შეკრებებით არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის ან სკოლის დამთავრებას, უარს ვიტყვით მუსიკალურ ფესტივალებზე წასვლაზე, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება იქნება ეს ლისის, კუს ტბა თუ სხვა ადგილი, თუ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ ამდენი შემთხვევა არ გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ღია სივრცეებში, იქ სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია პირბადის ტარება, წინასაარჩევნო პერიოდში კი პირბადის ტარება აუცილებელი რეკომენდაცია იქნება. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ვაქცინაცია სოფლებში - პრემიერის ინიციატივა
მთავარი ეპიდემიოლოგი აუცილებლობად მიიჩნევს ქვეყნის საზღვრებზე დამატებითი კონტროლის შემოღებას, რათა საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირება დროულად მოხდეს.
ასევე რეკომენდაციაა გაცემული ინფიცირებულთათვის სასტუმროებში საკმარისი ადგილების გამოყოფაზე, რათა მოხდეს მათი იზოლირება და ინფიცირების ჯაჭვის დროულად გაწყვეტა.
გამყრელიძის თქმით, მიუხედავად გართულებული ეპიდვითარებისა, ქვეყანაში მკაცრი „ლოკდაუნის“ შემოღება არ იგეგმება.
 „ინფიცირების ასეთი ზრდა დაკავშირებულია როგორც ახალი შტამების გავრცელებასთან, ისე მთლიანობაში ვირუსის ცირკულირებასთან. რაც შეეხება საკითხს, შემოვიღებთ თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილება იმ შეზღუდვების მაქსიმალურ აღსრულებაზე კონტროლი, რაც დღეს მოქმედებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის  3.666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიიდან დღემდე გამოვლინდა ინფიცირების  407 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 376 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.731.
ყველა ახალი ამბავი
0